დედის საზარელი მკვლელობა შესაძლოა კანიბალიზმი იყოს - ვინ არიან შემზარავი ფაქტის მონაწილეები?
კრიმინალი - 21:18, 04 Nov, 2016     35567
თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ნიუპოსტმა ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება რელიგიურ რიტუალთან ერთად, კანიბალიზმის ვერსიასაც ამუშავებს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გამოძიება სწორედ ამ უკანასკნელი ვერსიით წარიმართოს. ,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ქალბატონის გვამი, სწორედ ამიტომ იყო დანაწევრებული.


ცნობისათვის, სამართალდამცავთა მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამზარეულოს ნივთები (დანა, ქვაბი, ტაფა). ამ ეტაპზე შს სამინისტროში მხოლოდ რელუგიურ რიტუალთან კავშირს ადასტურებენ, თუმა საზარელი მკვლელობა უფრო შორს მიდის, არ არის გამორიცხული, რომ 18 წლის გოგონა, ირმა ყოჩიშვილი, რომელიც 76 წლის დედის ლუბა ყოჩიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, სექტანტური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.

,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი 23 წლის ბექა შენგელიაა, რომელიც სოციალურ ქსელში sailer gothes-ის სახელითაა ცნობილი.

ეს უკანასკნელი, დანაშაულისთვის უკვე დაკავებულია.

მათ შორისაა, გოგონა ნინა ჩ. რომელიც სოციალურ ქსელში nina gothess სახელითაა ცნობილი.

ცნობილია, რომ დაკავებული ხუთი პირიდან ერთი დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენმა ოთხმა, შსს-ს ინფორმაციით, შემზარავი დანაშაულის ჩადენა და მასში მონაწილეობა აღიარა.

არ არის გამორიცხული, რომ მათ მიმდევართა ფართო წრე ჰყავდეთ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42