ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო
საზოგადოება - 14:48, 04 Nov, 2016     2335
ვერეს ხეობაში დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. დღეს გამხმარი ხე-მცენარეების ნაცვლად 200 ძირი კვიპაროსი დაირგო. ჩანაცვლების სამუშაოებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი დაესწრო.

სამუშაოები კომპანია „გრინ სერვის +“-მა განახორციელა.

2016 წლის საგაზაფხულო რგვების პერიოდში, ვერეს ხეობაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ დაირგო 4700 დეკორატიული მცენარე, მათ შორის: ლეილანდის და არიზონას კიპარისები, სმარაგდა-ტუია, ღვიები, ირმის რქა, დეკორატიული ტყემალი, სოფორები, რობინიები, ალბიციები და სხვა.

დარგული ხეების ზომა იყო საკმაოდ დიდი და ამიტომ, მცენარეებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ. მცენარეებისთვის მოეწყო წვეთოვანი სისტემა, შეიტანეს ფესვის კვების და კონტაქტური სასუქები.

სამსახურის სპეციალისტები დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მეცნიერებთან ერთად მცენარეების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებდნენ. მათი შეფასებით, მცენარეების 80% მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ნოემბრის დასაწყისში კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაიგეგმა გამხმარი მცენარეების საბოლოო აღწერა. სულ დაფიქსირდა 550 გამხმარი მცენარე, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ ამოიღო. საბოლოო შეფასებით, 4700 მცენარიდან გახმა 550 მცენარე, რაც დარგული ნერგების საერთო რაოდენობის 12%-ია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა გამხმარი ნერგის ჩანაცვლება.

კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულება აქვს გახმობის შემთხვევაში მცენარეები 2017 წლის გაზაფხულზეც ჩაანაცვლოს. ჩანაცვლება ხორციელდება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში და მერიის მხრიდან სხვა რაიმე დამატებითი თანხების გადახდა გათვალისწინებული არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42