ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
საზოგადოება - 13:35, 04 Nov, 2016     1566
ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტროტუარისა და ბაზალტის ბორდიურის მოწყობას. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე, 45 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. ამით წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემითა და ასფალტის ახალი საფარით კეთილმოწყობილ ქუჩას
ჩავაბარებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჟიჟიაშვილი გაეცნენ.

ჩარგლის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2 560 000 ლარია გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42