რუისი-აგარას მონაკვეთზე 19 კმ. საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს 11 კმ. არსებული გზის 4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ. სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანია "ჩაინანუკლეარ ინდუსტრი23 კონსტრაქშენ კომპანი" ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება 91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.
რუისი -აგარის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ორწლიანია და ის 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






