სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უმცირესობის წევრებს შეხვდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:02, 14 May, 2013     575

სხდომას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოს წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და ფერმერები. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" მიმდინარეობისას დაშვებული ხარვეზები იყო.

 

სხდომის დაწყებისას, შალვა ფიფიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროგრამისა და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უმცირესობის წარმომადგენლებმა შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში ინვენტარზე მომატებულ ფასებზე, მიწის მესაკუთრეთა სიებში არსებულ უზუსტობებისა და ბარათების დარიგების პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ დასვეს. მინისტრის მოადგილემ ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და აღნიშნა, რომ უმცირესობა არ ფლობს სწორ და ობიექტურ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. შალვა ფიფიამ და გიორგი ჩხეიძემ დეპუტატებსა და დამსწრე პირებს დეტალურად განუმარტეს მიწის მესაკუთრეთა სიებში არსებული ხარვეზების მიზეზები, ასევე ბარათების დარიგებისა და პროექტში სპეციალიზირებული მაღაზიების დარეგისტრირების პროცედურები.

 

შეხვედრაზე დამსწრე ფერმერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მთლიანობაში დადებითად შეაფასეს სამინისტროს მიერ დაწყებული სოფლის მეურნეობის პროგრამა და ასევე, ისაუბრეს ხარვეზებზეც. მათ შეკითხვები დასვეს ზოგიერთ რაიონში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებასთან და ზოგიერთ სოფელში სპეციალური ტექნიკის ნაკლებობასათან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შალვა ფიფიამ ამის მიზეზად, ზოგ შემთხვევაში მიწის მფლობელთა პირველად სიებში არსებული უზუსტობების გამო დაგვიანებით დარიგებული ბარათები, ზოგ შემთხვევაში კი, კლიმატური პირობები დაასახელა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა აგრარულ კომიტეტში გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42