სალომე ბენიძე - მწერალი, რომელმაც აღებული ჰონორარი ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებს გადაურიცხა
კულტურა - 18:14, 03 Nov, 2016     3366
საქართველოში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ნაშრომიდან მიღებულ მთლიან სარგებელს სხვის დასახმარებლად გაიღებს. ცოტა მოიძებნება, მაგრამ საბედნიეროდ მაინც მოიძებნა. სწორედ, ასეთი ადამიანია მწერალი სალომე ბენიძე, რომელმაც ეს ფაქტი საგულდაგულოდ მალა, მაგრამ ამბავმა მაინც გაჟონა.

„ნიუპოსტმაც“ ჩათვალა, რომ ამბავი სხვა ახალი ამბების ნიაღვარში ჩასაკარგი არ იყო და ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ მწერალს დაუკავშირდა.

გარდა იმისა, რომ სალომე ბენიძის წიგნს „ქალაქი წყალზე“ მატერიალური დახმარების გაწევა შეუძლია კონკრეტულ დაავადებასთან მებრძოლი ქალებისთვის, მისი როგორც წიგნის ფუნქციაც ქალების დახმარებაა:

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და, მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე. „ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგა.“- აღნიშნულია წიგნის ელექტრონული ვერსიის ანოტაციაში.

„ნიუპოსტმაც“ სალომე ბენიძესთან საუბარი სწორედ ამ წიგნით დაიწყო:

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ლიტერატურის როლი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საკითხში?

ლიტერატურას ჯადოსნური ძალა აქვს. მას შეუძლია, ბევრ სასიკეთო ცვლილებას მისცეს ბიძგი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო წიგნები, რომელთაც ჩემი, როგორც ფემინისტის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს, რომელთაც ჩემი აზროვნება და სამყაროსადმი დამოკიდებულება შეცვალეს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ წიგნები ლოზუნგებით გავავსოთ და ტექსტები მოწოდებებად ვაქციოთ, უბრალოდ, მგონია, რომ თუ ავტორს რომელიმე საკითხი მართლაც აღელვებს, თუკი მწერალი, თავისი ცხოვრებით, გულითა და გონებით არის დაკავშირებული რაიმე იდეასთან, ეს მის ნაწარმოებებშიც აისახება.

რაც შეეხება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას, ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა თანასწორობისთვის, რომელიც გამარჯვებას მხოლოდ ქალებს კი არა, მთელ საზოგადოებას მოუტანს.

ფიქრობთ თუ არა რომ ლიტერატურულმა ნაწარმოებმა, ამ შემთხვევაში კი თქვენმა წიგნმა „ქალაქი წყალზე“ ადამიანებს გარკვეული სტიმული უნდა მიცეს და თქვენი წიგნის შემთხვევაში რა არის ეს სტიმული?

როგორც წიგნის შესავალში აღვნიშნავ და შემდეგაც ხშირად გამიმეორებია, „ქალაქი წყალზე“, პირველ რიგში, ჩემთვის დავწერე, ჩემი შიშების დასაძლევად და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. თუ სხვებსაც დავეხმარე, თუ მოვახერხე, ერთი ადამიანი მაინც წამეხალისებინა, ან დამეფიქრებინა პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ქალები დგანან, თავს ბედნიერად ჩავთვლი.

თქვენ ჰონორარს ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ქალების ორგანიზაციას ურიცხავთ, ამ არჩევანს ჰქონდა თუ არა კონკრეტული მიზეზები?

ქალებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო, როგორც სიკვდილიანობის გამომწვევი, პირველ ადგილზეა. თუმცა დაავადების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა შედეგიანია და განკურნების ძალიან მაღალი შანსი არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული. „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ საქმიანობის შესახებ წიგნის გამოცემამდეც მქონდა ინფორმაცია და გადავწყვიტე, სწორედ მათ დავკავშირებოდი.

ამ წიგნმა ჩემს ცხოვრებაში მკითხველის დიდი სიყვარული მოიტანა. ვფიქრობ, როცა სამყაროსგან უზარმაზარ დადებით ენერგიას იღებ, არ გაქვს უფლება, სხვებისთვის არაფერი გააკეთო. მეც ვცდილობ, ეს ჰარმონია არ დავარღვიო. ჩემი ღრმა რწმენით, ცხოვრება, პირველ რიგში, გაზიარებაა და ამ მოკრძალებული ნაბიჯით, დადებითი ენერგია სხვებს გავუზიარე.

არის კიდევ ერთი ძალიან პირადი ამბავი _ „ქალაქი წყალზე“ ჩემს მეგობარს ეძღვნება, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. როცა წიგნი გამოვიდა, ვიგრძენი, რომ მინდოდა, ჩემი და მისი სახელით რაღაც კარგი გამეკეთებინა. ის საუკეთესო ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას თვითონაც ასე მოიქცეოდა.

მწერლობის გარდა რას საქმიანობთ?

ჩემს პროფესიულ საქმიანობას ლიტერატურასთან კავშირი არა აქვს. ამჟამად ვარ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციისა და ადვოკატირების ოფიცერი. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი სწორედ სამსახურს ეთმობა, წერისთვის შაბათ-კვირას ვიცლი. თუმცა რადგან საქმე, რომელსაც ვემსახურები, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, დროის ასეთი განაწილება დისკომფორტს არ მიქმნის. პირიქით, ჩემი სამსახური ჩემი შთაგონების წყაროა.

მომავალში რა გეგმები გაქვთ, ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?

ახალ წიგნზე თითქმის ვმუშაობ. როცა დრო მაქვს, ჩანიშვნებს ვაკეთებ. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს „ჩანიშვნები“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ჩემი მკითხველების მოლოდინი პასუხისმგებლობას მმატებს. ვეცდები, მათი იმედი გავამართლო.

მარიამ კალანდაძე - ,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42