„მაესტროზე“ სამი პოლიტიკური გადაცემა დაიხურა - რა იგეგმება ტელევიზიაში?
საზოგადოება - 16:23, 03 Nov, 2016     2552
ტელეკომპანია „მაესტროზე“ სამი გადაცემა დაიხურა. არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით „ღამის კონტაქტი“, „მაესტროს ფაქტორი“ და „SWOT ანალიზი“ ეთერში აღარ გავა.

ფაქტი "ნიუპოსტს" სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა პროდიუსერმა, ირაკლი ჩიხლაძემ დაუდასტურა, რომელიც ამბობს, რომ "მაესტროსთვის" პრიორიტეტი პოლიტიკური გადაცემებია, თუმცა არხი სატელევიზიო ბადეში გასართობ პროექტებსაც ჩაუშვებს.

მისი თქმით, დახურული გადაცემების თანამშრომელი ტელევიზიაში რჩებიან და ისინი სხვა ახალ პროექტებში გამოჩნდებიან.

"ეს ჩვეულებრივი სატელევიზიო პროცესია, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით სეზონი დასრულდა, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება ახალ პროექტებზე გვეფიქრა. აქ საუბარი არ არის ყველა პროექტის გაჩერებაზე. მაგალითად "SWOT ანალიზი“-სა და „მაესტროს ფაქტორი“-ს წამყვანები დღეს ორ თოქ-შოუს "ცეცხლის ხაზი"-ს აკეთებენ. მოხდა უბრალოდ გადანაწილება და ახალ პროექტებზე მუშაობა დავიწყეთ, რომელთა ნაწილი 15 ნოემბრიდან უნდა ჩაეშვას ეთერში, ნაწილი ახალი წლის შემდეგ"- აღნიშნა ჩიხლაძემ.

მისი თქმით არხისთვის პრიორიტეტი პოლიტიკური ხასიათის გადაცემებია, თუმცა ისინი გასართობი ჟანრის გადაცემებზეც მუშაობენ.

"ჩვენ არხზე პოლიტიკური ხასიათის გადაცემა კვირაში სამჯერ გადის. ორჯერ "ცეცხლის ხაზი" და შაბათს "მოვლენათა ეპიცენტრში" - თქვა "ნიუპოსტთან" "მაესტროს"გენერალურმა პროდიუსერმა.

ირაკლი ჩიხრაძე მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „მაესტრო“ სრულიად გასართობი არხი გახდება.

"როგორც გენერალურ პროდიუსერს, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. მე დღეს ასევე გასართობ გადაცემებზეც ვმუშაობ, რომელიც უნდა ჩაეშვას. ბუნებრივია არხისთვის საზოგადოებრივ-პლიტიკური მიმართულება პრიორიტეტულია, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე აღარ არის აუცილებელი ყოველდღიურად პოლიტიკური გადაცემების გაკეთება. ვერ მოვძებნით უბრალოდ ამდენს. აქამდე იყო წინასაარჩევნო პერიოდი და იყო გაძლიერებული ეს მიმართულება. იცით, რომ ჩვენთან ეკონომიკური გადაცემა "ბიზნესკონტაქტი" გადის, ყველა სტუმარი იქ მიდის. ასევე გვაქვს 6 საათიანი ზოლი, რომლის ქრონომეტრაჯი 35 წუთიდან 55 წუთამდე გავზარდეთ ანუ ნინო თოლორდავას სულ მცირე სამ თემაზე ჰყავს სტუმარი. იდეაში არაფერი შეცვლილა პოლიტიკური მიმართულებით. რამდენიმე დაიხურა, რომელსაც სხვა უფრო კარგი გადაცემა მოჰყვება. არხზე ბევრი წლის განმავლობაში გადიოდა პროექტები, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ თავი ამოწურეს საჭიროა რამე ახალი და საინტერესო შევთავაზოთ მაყურებელს"- განმარტა "მაესტროს" პროდიუსერმა.

"ნიპოსტთან" საუბრისას ირაკლი ჩიხრაძემ გამორიცხა კიდევ ერთი მოსაზრება რომ არხის პოლიტიკური გადაცემები პოლიტიკური ჩარევის შედეგად დაიხურა.

"მე გაგეცით პასუხი, რომ არხზე პოლტიკური გადაცემები არის, ემატება გასართობ-შემეცნებითი გადაცემები, ასე რომ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ"- განმარტა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42