ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - "ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს"
კრიმინალი - 13:12, 03 Nov, 2016     91646
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ რაც გუშინ, „ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშრომლებმა 4 ადგილობრივს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დღეს შეხლა-შემოხლა კვლავ გაგრძელდა, რაც 4 ადამიანის დაჭრით დასრულდა.
როგორც "ნიუპოსტს" ზვარეს რწმუნებულმა ბერიკა ტალახაძემ განუცხადა, დაჭრილია 4 ადგილობრივი.
მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი ჩინური კომპანიის წარმომადგენელთა ქმედებამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, გუშინ 4 ადგილობრივს სახლში შეშა მიჰქონდა, როდესაც კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს, რომ შეშა მათი კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. "ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ეგონათ რომ ქართველები სახლში კომპანიის მიერ დამზადებული შეშა მოჰქონდათ ამ მოტივით გზა ჩაუხერგეს, საბოლოოდ გუშინ სამი ქართველი დაიჭრა. ვითარება დღესაც დაიძაბა, დღეს დანით თუ ცულით კიდევ 4 ქართველი დაჭრეს"- აღნიშნა რწმუნებულმა.
მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

მღებრიშვილის უწყების ცნობითაქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ხარაგაულში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადების გეგმავს საქართველოს პროფესიული კავშირიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42