ნინო ცქიტიშვილი: წელიწადში ორჯერ, როდესაც კი მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის სეზონია ჩვენს გოგონებს ვამზადებთ, მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველ წელს არის გადარბენა. განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე, იმიტომ რომ სეზონია, ფეშენ ვიკი პიკშია და გვიწევს ბევრი მუშაობა.
-როგორც ამბობენ მოდელობა საქართველოში, მარტო ფეშენ ვიკზე გამოსვლით შემოიფარგლება და ამის გამო ეს პროფესია ჩვენს ქვეყანაში იმდენად წარმატებული არ არის.

-ეს შეიძლება ადრე იყო, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი, უსამართლობა იქნება, ეს რომ ვთქვა, არ არის ასე. მოდის განვითარება უკვე დასაწყისშია საქართველოში, რაც ძალიან მიხარია და გადის ევროპის, აზიისა თუ ამერიკის ბაზარზე, ანუ ვითარდება და ამას ამ ფეშენ ვიკებმა მართლაც ძალიან შეუწყო ხელი. ხოლო თვითონ მოდელს რაც შეეხება, მარტო ფეშენ ვიკის მუშაობით ვერ დაკმაყოფილდება, თუ მართლა საერთაშორისო აღიარება არ მივეცით. ამიტომ, ჩვენი სააგენტოს მიზანია მაქსიმალურად დავასაქმოთ ჩვენი მოდელები, იმიტომ, რომ პოტენციალს ვხედავ ამის. მართლა ძალიან ლამაზი გოგონები გვყავს და ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავისი თავის რეალიზება მოახდინონ უცხოურ ბაზარზე. რამაც ძალიან გაამართლა, ფაქტი სახეზეა, ყველამ იცის არა ერთი ჩვენი მოდელი თუ როგორ წარმატებით მუშაობს უცხოურ ბაზარზე.
-რამდენი ხანია რაც უცხოურ ბაზარზე გახვედით?
-ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ეს სააგენტო მოქმედებს და არსებობს. 6 წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და დაარსებიდან ერთ თვეში მოხდა ისე, რომ ჩვენმა მოდელებმა დაიწყეს უცხოურ ბაზარზე გასვლა.
ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე, ამის ნიადაგი უკვე მომზადებული მქონდა, მოლაპარაკებები დაწყებული იყო, ასე, რომ ეს ოფისი გავმართეთ თუ არა მალევე გავაფორმეთ ხელშეკრულება. დღეს უკვე, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე მუშაობენ ჩვენი გოგონები - დაწყებული აზიიდან, დამთავრებული ამერიკით.

-ანუ ხართ ერთ-ერთი წარმატრებული ბიზნეს ვუმენი დღეს საქართველოში
-ფაქტებიდან გამომდინარე ასეა.
-რა არის საჭირო იმისთვის რომ წამატებულად გააკეთო შენი საქმე?
-პირველ რიგში, უნდა იცოდე ზუსტად, რა გინდა და ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა - ეს არის ძირითადი და მთავარი, რომ მიაღწიო იმას, რაც ძალიან გინდა.
-ფინანსები?
-თავიდან საჭიროა ეს სამი, მერე კი შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულად მოქმედება ფინანსებს აუცილებლად მოიტანს. ჩემს საქმიანობაშიც ასეა... აქ ვამზადებ იმ მოდელებს, რომლებიც უკვე უნდა წარვადგინოთ უცხოურ ბაზარზე. მე არ მინდა ისეთი წარვადგინო, რომელსაც არ აიყვანენ. ამიტომ თავიდანვე ბაზას ვქმნით. ვასწავლით სიარულს, მეტყველებას, როგორ იმუშაონ ფოტოკამერებთან, პრაქტიკას იღებენ, ისეთს ვერა, როგორც უცხოურ ბაზარზე, მაგრამ საწყისი ეტაპისთვის ეხმარებათ, რომ მერე ადვილად გაართვან თავი, რის შემდეგაც ბევრად მარტივად ხდება მოდელისთვის თავის რეალიზება.
-რამდენად რთულია ეს ყველაფერი თქვენთვისაც და მოდელებისთვისაც?
-თავიდან რთული იყო, მერე კი ისე ჩაჯდა ეს ყველაფერი ცხოვრების რიტმში, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ახლა უკვე ჩემთვის. ჩემი ჩვეულებრივი თვითრეჟიმია, რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, ჩემი საყვარელი საქმეა, რომელიც უკვე რთული აღარ არის. ძალიან მარტივად და ადვილად ვართმევ თავს. პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, ყოფილა ძალიან ბევრი იმედგაცრუება იმ მოდელების მხრიდან, ვინც არაპროიფესიონალურად მიუდგა საქმეს, და ვისაც ხასიათი ისეთი არა აქვს, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ასეთებიც ხდება... ამ შემთხვევაში მკაცრი ვარ...

-რას ითხოვთ მოდელისგან?
- ვითხოვ, რომ მაქსიმალურად პროფესიონალურად მიუდგეს ამ საქმეს, ისე არაფერი გამოვა. წარმატებული მოდელი ვერანაირად ვერ გახდება. სხვანაირი მენტალიტეტით ძალიან რთულია, პიროვნულად უნდა იყოს ძლიერი, ყველა სიძნელე უნდა გადალახოს და ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს. მე ერთხერლ არ ამირჩიეს, ორჯერ არ ამირჩიეს, სამჯერ არ ამირჩიეს და „ვსიო“ ჩემგან არაფერი გამოვა, ასე არ არის... სამჯერ არ გამოვიდა, გამოვა მეოთხედ, მეხუთედ, არ უნდა გაჩერდე...
და თუ ჩემგან მას მხარდაჭერა აქვს და ყველანაირი ხელშეწყობა, თვითონაც უნდა მომეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვკარგავ იმ მოდელის მიმართ ინტერესს, იმიტომ, რომ უამრავი ახალი სახე მოდის და მე არ მიღირს ჩემი დრო ფუჭად გამოვიყენო ისეთ ადამიანზე, რომელსაც საკუთარი თავისა და ძალების არ სჯერა. თუ თვითონ არ მომყვება მოდელი, იქ მე იძულებით ვერაფერს გავხდები. ამიტომ, ვწყვეტ მასთან ყველანაირ კონტაქტს. ადრეც ვთქვი და ახლაც განვმეორდები, არ არსებობს ქალი, არ არსებობს გოგო, რომელსაც პოდიუმზე გამოსვლა არ უნდოდეს და არ უნდოდეს ამ სფეროში ჩართვა. შეიძლება ამბობენ რომ არა, არ მინდა, მაგრამ ქვეცნობიერში ყველა ქალს აქვს სურვილი, რომ პოდიუმზე გამოვიდეს. აქ ისეთი ქარიზმა ტრიალებს, აქ ისეთი ადრენალინია, რომ ყველა გოგოს უნდა ეს. ამიტომ, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამ, არ უნდა დანებდე, სიზარმაცე გვერდით უნდა გადადო და ბოლომდე დაიხარჯო, ბოლომდე უნდა „იბრძოლო“ - შედეგიც აუცილებლად დადგება.
დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






