გლინტვეინი - ჯადოსნური სასმელია, რომელიც სუსხიან და სევდიან ამინდში თქვენს სხეულს სითბოსა და ენერგიას შემოაქსოვს. ამბობენ გლინტვეინი გულს სიყვარულივით ათბობს და აჯანსაღებსო, ალბათ სწორედ ამიტომ ეძახიან მას ჰიპოკრატეს სასმელს. თუმცა ამ საოცარი სითხის დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს. გლინტვეინის რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა 300-დან 400-ს მილილიტრამდეა.
გლინტვეინი გერმანული საშობაო სუფრის განუყოფელი ნაწილია, მას ფართოდ მოიხმარენ ნისლიან ინგლისშიც.
ცხელი, შავი ღვინიდან, თქვენს თვალსა და ცხვირწინ აორთქლილი საოცრად არომატული ალკოჰოლი, შემოდგომა-ზამთარისა და გაზაფხულის ცივ ამინდებს ნამდვილ დღესასწაულად გიქცევთ.
ისღა დაგრჩენიათ გლინტვეინის მოსამზადებლად წითელი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო მოიმარჯვოთ!
მასალა:
800 მლ წითელი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო,
60 გ შაქარი,
2 ღერი დარიჩინი,
3 ცალი მიხაკი,
5 ცალი ბაჰარის მარცვალი,
0,5 ლიმონის ცედრა ან ფორთოხალი.
მოზადების წესი:
ღვინო ჩავასხათ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და წამოვადუღოთ, დავუმატოთ შაქარი და სანელებლები, ნელ-ნელა მოვუმატოთ ცეცხლს და მივიყვანოთ ადუღებამდე. სასმელი გაგრილების გარეშე ჩავასხათ მაღალ და გამჭვირვალე ბოკლებში, ჩავაწყოთ მასში კანგაუცლელი მსხვილ ნაწრებად დაჭრილი ფორთოხალი და მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.
„ნიუპოსტი“ თბილ და არომატულ ზამთარს გისურვებთ.
მასალის გამოყენების პირობები