სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება
საზოგადოება - 13:14, 02 Nov, 2016     1223
სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს, კოჯორსა და კიკეთში, ზამთრისთვის საშეშე მერქანი გადასცა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გამხმარი და ავარიული ხეები მოიჭრა, რომელიც საშეშედ კოჯორსა და კიკეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროსა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს, რომელთა დახმარებით ხეების მოჭრა და ტყიდან გამოტანა განხორციელდა.ზამთარი წელს ადრე დადგა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები სათბობი შეშით მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველვყოთ“-განაცხადა გელა არჩვაძემ.

გამგებლის თქმით, აღნიშნულ დახმარებას გამგეობისგან რაიონში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42