ამ ეტაპზე, E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის მშენებლობის დეტალური პროექტის მოსამზდებლად წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია.
ფინანსური წინადადებები გაიხსნა ასევე, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის. აღნიშნული 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის, აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გამოვა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები






