ქეთევან სვანიძის ურთულეს ვითარებას, მისი მეორე შვილის გურამის მდგომარეობაც ამძიმებს. 28 წლის გურამს 4 თვის წინ, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო, პერიტონიტი განუვითარდა, ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, თუმცა სწორი ნაწლავის მუცლის ღრუდან, გარეთ გამოტანა მოუწიათ. ახალგაზრდა მამაკაცს ამ ეტაპზე დამატებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კიდევ 2-ი ოპერაცია ესაჭიროება.
გურამის ოპერაცია დანიშნულია პარასკევს, თუმცა სადაზღვევო კომპანია სამედიცინო ხარჯების ღირებულების მხოლოდ 80%-ს დაუფინანსებს, დანარჩენი 20%-ის (920 ლარის) გადახდის საშუალება და რესურსი კი ოჯახს არ გააჩნია. ამას ემატება ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო და მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების არ არსებობის პრობლემაც.
ქალბატონ ქეთევანს, იმის გამო, რომ შვილის ოპერაციის დროს სახლში არ იმყოფებოდა და სოც.მუშაკებმა მისი საცხოვრებელი პირობების ასახვა ვერ შეძლეს სოციალური დახმარებაც არ აქვს დანიშნული.
"ნიუპოსტი" ქეთევან სვანიძის თხოვნით მოგმართავთ, თუ გაქვთ საშუალება ამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის გადასარჩენად, დარეკეთ საქველმოქმედო ნომერზე: 0901701099 (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელიდან) ზარის ღირებულებაა 1 ლარი, ან ჩარიცხეთ თნხა საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე: GE84BG0000000637693400 მიმღები: გურამ ლომსაძე პირადი # 01019034192
საკონტაქტო T: 555 600 520 ან 577 098 444 ქეთევან სვანიძე

მასალის გამოყენების პირობები






