დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება
საზოგადოება - 14:04, 01 Nov, 2016     1870
დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება. ჩუღურეთის რაიონში, 120-მდე აკაცია და ჭადარი ირგვება.

ხეები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ კახნიაურთან ერთად დარგო.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ 18 ძირი ჭადარი დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე 4 მეტრამდეა. შემოდგომაზე, დედაქალაქში, 200 ძირი ჭადარი დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას, 4 წლის განმავლობაში, კონტრაქტორი კომპანია „გამწვანება 2016“ უზრუნველყოფს.

100-ზე მეტი აკაცია ირგვება წინამძღვრიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე. ხე-მცენარეების სიმაღლე 2,5-დან 3 მეტრამდეა. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში სხვადასხვა ადგილზე, სულ 500 ძირი აკაცია დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მაგნოლია“, 4 წლის განმავლობაში, უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას თქმით, საშემოდგომო რგვები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

„გამწვანების სეზონური ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. მტკვრის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს გამხმარი ხეების ჩანაცვლება, ახლად დარგული ჭადრებით ხეივანი მთლიანად შეივსება. რაც შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩას, აქ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საგზაო სამუშაოები და აკაციების დარგვაც გათვალისწინებული გვქონდა. აკაციები ირგვება ნინოშვილის ქუჩაზეც. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში უკვე დარგულია რამდენიმე ათასი ხე-მცენარე. მიმდინარე გამწვანების სეზონური ღონისძიებები, მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე, დეკორატიული თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42