კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3 ფოტოს მიღება.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერები. ასევე, მოეწყობა 13 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები, ავტორებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. ღონისძიებას მხარს უჭერს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






