სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს ამოწმებს
საზოგადოება - 12:55, 29 Oct, 2016     2176
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების პესტიციდების ნიმუშები აიღეს.

„ფერმერთა ინტერესების და სამომახმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. გააქტიურებული კონტროლის შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო ორი წელია, არ გამოვლენილა არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი, ქიმიკატების ტარა მარკირებულია ქართულ ენაზე, რეალიზაცია ხდება დაფასოებული პროდუქციით, თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევბი კვლავაც აღინიშნება. უხარისხო,ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც, ასევე, შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ, რომელიც სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების პროცესს დაესწრო.

დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა. მიმდინარე წელს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების 120 ობიექტია შემოწმებული და მცენარეთა დაცვის საშუალებების 238 ნიმუშია გამოკვლეული. შედეგად ფალსიფიკაციის ფაქტზე დაჯარიმდა 5, მარკირების წესის დარღვევაზე - 10, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონაზე - 1 ბიზნეზოპერატორი. 2015 წელს აღებულია პესტიციდების 170 ნიმუში, საიდანაც 11 სხვდასხვა სახის დარღვევა აღინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42