ამონარიდი ბოლქვაძი საქმიდან:
1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის გახმაურებული დახვრეტის დროს შემთხვევით გადარჩა ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, ის ხობელებმა მალულად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცქიტიშვილმა გამჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან ახლობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: `მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ, ქობალიამ რომ გაიგოს გადავრჩი, არ მაცოცხლებსო.” წერილის გაგზავნიდან მეორე დილით ცქიტიშვილი საავადმყოფოს პალატაში ყელგამოჭრილი იპოვეს. თამარ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ქობალიამ გადარჩენილი ცქიტიშვილი იმიტომ მოაკვლევინა, რომ მას ცოცხალი მოწმე არ სჭირდებოდა.
WTN -ის ჟურნალისტები:
"დათოს კამერა მოგვიანებით აფხაზებთან ვნახეთ. რა თქმა უნდა, ვიცანით. კითხვაზე - საიდან მოხვდა ეს კამერა თქვენთანო, გვითხრეს, - ეს ნაალაფარია. დახვრეტილი ჟურნალისტისა იყო. ლოთი ქობალიამ გვაჩუქაო".
გელა ქაცარავა:
"სიცოცხლეში არ დამავიწყდება იმ ბიჭის გამწარებული ხმა: "ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოთ!.."”
"ამერიკული სააგენტო - მსოფლიოს სატელევიზიო ახალი ამბების (WTN ) ხელმძღვანელობა ნახულობდა ყველა იმ მასალას, რომელსაც საქართველოს ტელევიზია ცხელ წერტილებში იღებდა, როდესაც დათოს აფხაზეთის ომში (1993 წლის ივნისი-ივლისი) გადაღებული ვიდეომასალები ნახეს, სააგენტოს ხელმძღვანელობამ ის ყველაზე გამორჩეულად ჩათვალა - აი, ეს არის საველე ჟურნალისტიკაო, - უთქვამს კიდეც ერთ-ერთს. მალე დათოს დაურეკეს და WTN ს ამიერკავკასიის ბიუროში თანამშრომლობა შესთავაზეს. 1993 წლის 28 ოქტომბერს ამიერკავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკა კვიჟინაძემ და მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა გლენ ბრიანსკიმ დათო დასავლეთ საქართველოში წაიყვანეს. მისი პირველი დავალება სამოქალაქო ომის გაშუქება იყო, რეპორტაჟების მომზადების ნებართვა აღებული ჰქონდათ როგორც ედუარდ შევარდნაძისგან, ისე ზვიად გამსახურდიასგან, რომელიც იმ დროისთვის ზუგდიდში იმყოფებოდა. ქალაქ ხობის შესასვლელთან მათ შემთხვევით შეხვდათ "როიტერის" ჟურნალისტი დათო ჩხიკვიშვილი. არ გირჩევთ ქალაქში შესვლას, ლოთი ქობალიას ნაწილები იერიშზე გადმოდიანო, - გააფრთხილა კოლეგები, თუმცა WTN -ის ჟურნალისტები 28 ოქტომბერს, 10 საათზე, ხობში მაინც შევიდნენ. მოგვიანებით ბრიანსკი და კვიჟინაძე სენაკისკენ წამოვიდნენ მანქანით, რათა მასალები "გადმოეგორებინათ". დათო კი მოედანზე დარჩა. სწორედ ამ დროს გადაიღო ტანკები წარწერით "აფსნი" და იქვე მდგარი ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები...
თამარ ბოლქვაძე,
დათო ბოლქვაძის და
ვაშინგტონში ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს ობელისკი დაუდგა. მათ შორისა დავით ბოლქვაძის სახელია ამოტვიფრული.
მასალის გამოყენების პირობები






