ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ 23 წლის გოგო დაიღუპა - ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენ
საზოგადოება - 18:04, 28 Oct, 2016     71680

ქუთაისში საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტი ქირურგის მიერ დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.

გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს, მამუკა მიქაძეს ადანაშაულებენ.

როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალურ კორესპონდენტს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, მიქაბერიძე კლინიკა "ბომონდში" მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მიიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომ, პაციენტს, ოჯახთნ შეთანხმების გარეშე მეორე ოპერაციაც ჩაუტარეს, რის შემდეგაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

"დაგვამშვიდეს საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა არ გაუმხელიათ, რომ პირველ ოპერაციაზე საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა. ვფიქრობთ, ექიმმა შედცდომა დაუშვა, სიტუაცია გართულდა და ამიტომ დაგვიმალეს მეორე ოპერაციაც", - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

მათივე თქმით, მას შემდეგ რაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ზუსტად ვერ განგვიმარტეს, რატომ გართულდა ლანას მდგომარეობა. გვეუბნებოდნენ, რომ ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისრო კვეთის გამო შეიქმნა პრობლემა, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც ჩანს, რომ ლანა ჯანმრთელი იყო. ვეჭვობთ, "ბომონდში" ვეღარ შველოდნენ და ამიტომ გადაიყვანეს ინტერვენციულში, თუმცა ლანა უკვე უგონოდ იყო",
- ამბობს გარდაცვლილის ბებია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

გარდაცვლილის ოჯახის პრეტენზიებს ქირურგმა მამუკა მიქაძემ უპასუხა. მედიკოსის მტკიცებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისროს კვეთა გახდა.

"პირველად პაციენტი ნაკეისრალი იყო სხვაგან. იყო ისეთი ნიუანსები და შეხორცებითი პროცესები, რომ ოპერაციაზე განვითარდა ჰიპოტონიური სისხლდენა, რის გამოც საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა. ოპერაციის მსვლელობის დროს კი, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ ვარ ვალდებული ამოვიყვანო საოპერაციოში პაციენტის ოჯახის წევრები," - ამბობს ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელიც ამავდროულად კლინიკა "ბომონდის" დირექტორიცაა.

მისივე მტკიცებით, მეორე ოპერაცის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრები გაფრთხილებული იყვნენ. თუმცა, ექიმის განმარტებით, განმეორებითი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ლანა მიქაბერიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.

"ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავივყანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არ ველოდებოდით არანაირად," –ამბობს მამუკა მიქაძე და იქვე დასძენს, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

თავის მხრივ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი თქმით - "საჭიროა ოფიციალური ხელწერილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან, მიზეზებზე ამის შემდგომ ვისაუბრებთ," – განმარტავენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი, 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.

ახალშობილი ამ დრომდე კლინიკა "ბომონდში" რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42