კომპანია „თელასის“ ცნობით გეგმიური სამუშაოს ჩატარების გამო 31 ოქტომბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, გორგასლის, მელქაძის, ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის და თორთლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, იაშვილის, მარიჯანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






