სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში რადიაციული ფონის, მძიმე მეტალების პესტიციდების და სხვა ტოქსიკური ელემენტების მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პურის 10 ნიმუში. შედეგების მიხედვით დარღვევა არ გამოვლენილა.
„პურის და პურპროდუქტების, როგორც ფართოდ მოხმარებადი სურსათის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. შემოწმება ხორციელდება როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე, ხდება საწარმოების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა უვნებლობის მაჩვენებლებზე. არსებული მონაცემებით, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული პური და პურპროდუქტები უვნებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ძირითადად, აღინიშნება ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ხორციელდება,“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების ბიზნესოპერატორების კონტროლს განაგრძობს და მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 15-01
მასალის გამოყენების პირობები






