"იძახდა ვერ ვსუნთქავო... მუცელზე ეკიდა ხელი"- 7 გასროლა ბახტრიონზე და დაჭრილი ძმები
კრიმინალი - 12:38, 28 Oct, 2016     34212

თბილისში, ბახტრიონზე, წუხელ ორი 19 და 24 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც ირკვევა, დანაშაული 162-ე სკოლის სკოლის ტერიტორიაზე, მოედანზე მოხდა.

ადგილობრივებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს და სასწრაფოსაც სწორედ მათ გამოიძახეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ. შედარებით მძიმეა ერთ-ერთის 19 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

„ერთ მათგანს აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ამასთან მარცხენა გულ-მკერდის შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყზე ცეცხლნასროლი ჭრილობა" - განაცხადა ქირურგმა სოსო გელაშვილმა.

კომენტარი გააკეთა შემთხვევის თვითმხილველმაც:

„სროლის ხმა გავიგე, ადგილზე რომ მივედი ერთი ფეხში იყო დაჭრილი ერთი ბავშვი იძახდა ვერ ვსუნთქავო, ზურგში იყო დაჭრილი, მუცელზე ეკიდა ხელი. "- აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე გვიან ღამით გამოიძახეს 162-ე სკოლის სკოლის დირექტორი. სოფიო ფანცულაია ყვება, რომ ტერიტპორია პოლიციას შესაბამისი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული.

„ორი ახალგაზრდას დაჭრა მოხდაო, ურთიერთშელაპარაკება ვიღაცასთან მოხდა. ის ორი ახალგაზრდა (დაჭრილები) სავარაუდოდ ძმები არიან, ზუსტად ვერ გეტყვით“- აღნიშნა დირექტორმა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

შსს დამატებით განმარტებას არ აკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42