როგორც ექიმებმა გარდაცვლილი პაციენტის ქეთევან ჩირიკაშვილის ახლობლებს უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.
ეჭვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახლობლების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე სილურჯეები თავის არეში კი ჭრილობა შენიშნეს.
ჩირიკაშვილების თქმით, გარდაცვლილს 12 ნაკერი ედო. ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს.
დაღუპულის ახლობლები მომხდარის გამოძიებას და ექიმების დასჯას ითხოვენ. მათი ვარაუდით, კლინიკაში გულის პრობლემებით მოთავსებულმა ქეთევან ჩირიკაშვილმა წამოდგომა სცადა, რა დროსაც წაიქცა და დაზიანებები მიიღო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ქეთევან ჩირიკაშვილის მეუღლეც „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გარდაიცვალა.
კლინიკაში 59 წლის პაციენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე კომენტარს არ აკეთებენ შესაბამისად უცნობია, რატომ აღენიშნება გარდაცვლილს სხეულის დაზიანებები და რატომ ადევს თავზე 12 ნაკერი.
"ჩემს დედამთილს გულის უკმარისობა ჰქონდა. ექიმებმა გვითხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს იყო, თუმცა სახლში რომ გადავასვენეთ აღმოვაჩინეთ, რომ თავის არეში ნაჭდევი დიდი ჭრილობა, სხეულზე კი დაზიანებები აღენიშნება. მოვითხოვთ მომხდარის ობიექტურ გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას ვგეგმავთ"- აღნიშნა დაღუპულის რძალმა ხათუნა ჩირიკაშვილმა.
გარდაცვლილის ახლობლები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მკურნალ ექიმთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
"ექიმი იმალება, ველოდეთ უნდა მოსულიყო თუმცა არც კი გამოჩნდა"- აღნიშნა ციცო ორველაშვილმა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 – ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ორიდან ოთხ წლამდე.
მომხდართნ დაკავშირებით, გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, კლინიკიდან დღესვე იქნება გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაცია და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საკითხის საბოლოო შესწავლისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
მასალის გამოყენების პირობები






