სარფის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე რიგებია, საქართველოს ათეულობით მოქალაქე სამშობლოში გადმოსვლას ვერ ახერხებს
საზოგადოება - 10:08, 28 Oct, 2016     10938
სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება ისევ შეფერხებულია. გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქეები თითქმის 24 საათია საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. გვიან ღამით მხოლოდ ქალებმა და ბაშვებმა გადმოკვეთეს საზღვარი, ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები ვერც თურქეთის მხარეს გადადიან და ვერც საქართველოს ტერიტორიაზე ახერხებენ შემოსვლას.რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.

თურქრული მხარე შეზღუდვის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს, თუმცა უცნობია როდის აღმოიფხვრება პრობლემა.

სარფში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტება საქართველოში თურქეთის კონსულმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ელექტრონული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა მთელი თრქეთის მასშტაბით და სარფის ანალოგიური სიტუაცია შექმნილია ქვეყნის ყველა გამშვებ პუნქტზე.

გენერალური კონსულის თქმით, სისტემა პერიოდულად ირთვება და ისევ ითიშება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

"ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა. არამარტო სარფშია არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით საჰაერო და და სახმელეთო პუნქტზეა შექმნილი. შესაბამისი უწყებები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. სისტემა პერიოდულად ირთვება და ითიშება, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა"- აღნიშნა კოსნულმა.

ამის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს გამშვებ პუნქტთან ვითარება დაიძაბა, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ჟანდარმერიამ დროებით დააკავა კიდეც.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს. კერძოდ, მათ რიგში მდგომ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტები გამოართვეს და საქართველოს მხარესთან გადაამოწმეს.
სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42