თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის“ წოდება მიანიჭეს
საზოგადოება - 21:38, 27 Oct, 2016     6291
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თრქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის“ წოდების მინიჭება მიულოცა. „მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიოდნენ. ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში , რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას. მასთან ურთიერთობა წლებია მაკავშირებს. მან ხელი შეუწყო აჭარაში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, მისი ხელშეწყობითა და დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ღონისძიებას, რომელიც თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის გენერალური კონსული აჭარაში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბაუს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა . ღონისძიებას თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამიერკავკასიის მასშტაბით მოღვაწე ასეულობით ექიმი ესწრებოდა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა. იგი ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42