მეშინია, რომ ამ ზამთარს ვერ გადავიტან!
საზოგადოება - 17:42, 27 Oct, 2016     6487

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი, თვალცრემლიანი უსაყვარლესი ბებია.

თბილისში დაიბადა, შექმნა ოჯახი, მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროში. ორი წლის წინ მისი ჩვეული აქტიური ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა: მას ინსულტი დაემართა, წაერთვა მარცხენა ხელ-ფეხი და ახლა იგი საწოლიდან ვერ დგება. ნებისმიერი მოძრაობა დიდ ტკივილს ანიჭებს. დამოუკიდებელი, ენერგიული ქალი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, ახლა საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავს.

„ერთადერთი ოცნება მაქვს... კვლავ ფეხზე დავდგე და არავის დავაწვე ტვირთად“ ამბობს ქალბატონი მარინა და ცრემლებს ვერ იკავებს.

სამკურნალოდ საშუალება არ აქვს, მიზერული პენსია წამლებსა და კომუნალურ გადასახადებში ეხარჯება. საკვები მისთვის სოციალური სასადილოდან მოაქვთ.

ქალბატონი მარინა საშინელ პირობებში ცხოვრობს. სახლი ავარიულია, კედლები დანგრეულია, ჭერი და სახურავი უკვე დალპა და ზოგიერთ ადგილას ჩამოიშალა კიდეც. კარის ფუნქციას ძველი საბანი ასრულებს, მაგრამ ქარისა და სიცივისგან ვერ იცავს ოთახს! აქ ზაფხულშიც კი ცივა და ნესტია. ამის გამო მარინას ეშინია, რომ მოახლოებულ ზამთარს ვერ გადაიტანს!

მას ძალიან სჭირდება მედიკამენტები, საკვები, ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი და გამათბობელი!

ფონდი "სოციალური პარტნიორობა" მოგმართავთ დახმარების თხოვნით ყველას, თუ გაქვთ საშუალება, დაეხმაროთ და გადაარჩინოთ ქალბატონი მარინა, თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა კაპანაძე) ან გადაიხადოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/155/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42