2016 წლის საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
საზოგადოება - 13:52, 27 Oct, 2016     1772
დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება.


თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დარგო.

„საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში, 200 ცალი 3 მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები 80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, ხოლო 30 000-მდე ნერგი სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.

დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42