"ბარამბოს" უძრავ ქონებას ყადაღა დაედო
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:08, 13 May, 2013     1160
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"2013 წლის 8 იანვარს,შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე,შპს ,,ნიუ ენერჯი"-ს,შპს ,,ბარამბო"-ს, ლუხუმ კაპანაძის (შპს "ნიუ ენერჯი"-ში წილი 70%),და მისი ძმის უჩა კაპანაძის (შპს ,,ბარამბო"-ში წილი 22,5%)ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით, სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

 

შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადების მოტივაციას წარმოადგენს შემდეგი გარემოება: შპს ,,ნიუ ენერჯი"-ს 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა სოლიდური საგადასახადო დავალიანება -20878650.57 ლარის ოდენობით. ამასთან საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული ინფორმაციით შპს "ნიუ ენერჯი"-დან სხვადასხვა გზებით სხვადასხვა კომპანიებში შესულია გარკვეული თანხები.

 

ანალოგიური სამართლებრივი პროცედურები წარიმართა შპს "ნიუ ენერჯი"-სთან ურთიერთდამოკიდებული 18 იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ.

 

სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა სარჩელის აღძვრის თაობაზე, დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება სააღსრულებო ბიურომ აღასრულა, შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს "ბარამბო"-ს მხოლოდ უძრავ ქონებას. გამომდინარე იქედან, რომ შემოსავლების სამსახურის ორიენტირი საწარმოს საქმიანობის შეფერხება არ არის და არც შეიძლება იყოს, ყადაღა არ დაედო სარეალიზაციო საქონელს, მზა პროდუქციას, წარმოებისათვის აუცილებელ ნედლეულს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სხვამოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42