ბინათმესაკუთრეთა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ვაკის რაიონში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა
საზოგადოება - 11:47, 26 Oct, 2016     1391
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა.

პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ კი, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 50 მისამართზე შეკეთდა (გარემონტდა, დაახლოებით, 12 142 კვ. მ. ფართობის ბრტყელი სახურავი და 12 513 კვ. მ. ფართობის ქანობიანი სახურავი), 65 მისამართზე განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია, 66 მისამართზე შეკეთდა შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, 21 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავის წყალსაწრეტ მილებს, სადარბაზოს რემონტი 31 მისამართზე გაკეთდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა, სადარბაზოს კარის დამზადება და მონტაჟი კი 15 მისამართზე განხორციელდა. ვაკის რაიონის მასშტაბით კორპუსებში ასევე შეკეთდა საერთო სარგებლობის კიბეები - 13 მისამართზე, სადარბაზოს სენსორული განათება დამონტაჟდა 6 მისამართზე. გარდა ამისა, განხორციელდა 2 კორპუსის კაპიტალური გამაგრება.

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას და ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42