საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე გუშაგის მიერ მოკლული გიგა შენგელიას მამა დღეს ინციდენტის ადგილზე მისვლას და პერიმერტის დათვალიერებას ადვოკატთან ერთად აპირებს.
ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს. მამის ინფორმაციით გუშაგმა მის შვილს - სამხედრო საწვრთნელი ბაზის გარე პერიმეტრზე ესროლა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელაია დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






