"მძღოლიც ნაპოვნია, მიმალული იყო..."- კვირიკაშვილის ავტოავარიის შესახებ ახალი დეტალი ხდება ცნობილი
საზოგადოება - 14:36, 25 Oct, 2016     43623

ცნობილი ქართველი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის ანანო ბუაძის მეგობარი ვიქტორია ეზუგბაია, იმ კრიტიკას ეხმაურება, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა ზაფხულში მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ სარაგბო მოედანზე დაბრუნებით დაიმსახურა.

სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აცხადებდა, რომ მართლმსაჯულება ყველასთვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო და კვირიკაშვილს თავისი ცნობადობის გამო სასჯელისთვის თავი ვერ უნდა აერიდებინა, მითუმეტეს მერაბ კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩვეულებრივ ცხოვრებას და რაგბის თამაშს არ უნდა დაბრუნებოდა.

„არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტო საგზაო შემთხევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.

გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად, ვაზუსტებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა მერსედესის მარკის ავტომობილი, მეკო შეეცადა აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვლა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი რომელსაც მარტო ზრდის და უვლის, მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით.

გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული.“- წერს ვიქტორია ეზუგბაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42