ლელა წურწუმია: „ჯერ არ ვიცი ეს კომერციაში გადავა თუ არა, ეს იყო ჩემი ოცნების რეალობაში გადმოტანა, თუმცა, თუ ვინმე დაინტერესდება რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს სამკაული გავაკეთოთ, ოღონდ მას ანალოგი არ ექნება.
სამკაული ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, განსაკუთრებით სასცენო იმიჯში, ხშირად ხდება რომ სამკაულისთვის სპეციალურად ვიკერავ კაბას. დედას ყოველთვის ეკეთა და უკეთია მკაფიო და დიდი სამკაული და ეტყობა ამის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება“.
ნამუშევრები ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვების გარდა, მრავალწლიანი სამეფო კაკლისა და ველური ვარდის ხის მასალისაგან არის შექმნილი. ამ კოლექციაზე ლელა წურწუმიამ სამკაულის დიზაინერთან, თორნიკე ჯგერენაიასთან ერთად იმუშავა.
„ლელას ფაქტორმა თავდაყირა დააყენა ზოგადად ჩემი შემოქმედება, შეცვალა მასალა, ანუ პირველად ვიმუშავე ხეზე, ხშირად ვიყენებდი უფრო კლასიკურ სტილს მაგრამ აქ არის უფრო არტი“ - აცხადებს თორნიკე ჯგერენაია.
წყარო: rustavi 2.com
მასალის გამოყენების პირობები