განათლების სამინისტროს განცხადებით, რეგულაციებზე მუშაობა დაწყებულია და მომდევნო სასწავლო წლისთვის ამოქმედდება. შედეგად, როგორც განათლების სამინისტროს საკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია აცხადებს, 2017 წლიდან ბავშვები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულ წიგნებს მიიღებენ.
ახალი რეგულაციების მიხედვით, დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი თითოეული წიგნის მაქსიმალური წონა 300 გრამი უნდა იყოს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მხოლოდ 10 პროცენტით. ჯამში, ჩანთის წონა 3 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, სკოლის მოსწავლის ჩანთის სიმძიმე ბავშვის წონის 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს. საქართველოში კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ყოველდღიურად 8-9 კილოგრამის სიმძიმის ზურგჩანთების ტარება უწევთ. ეს, ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ყველაზე გავრცელებული გართულება ხერხემლის გამრუდებაა.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






