კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 25 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატეკცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, სოფელ დიღომის, დიდგორის, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის, დავარის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






