„რაფერ ვართ ბიძია იცი?-ხუთი კაცი, რომ წავა სათევზაოდ და ერთი დაიჭერს“-ოზურგეთელი ტაქსის მძღოლები
საზოგადოება - 12:52, 24 Oct, 2016     1399
გურული ტაქსისტების თქმით, საწვავზე ფასის მატება და ლარის გაუფასურება, მათ მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება და ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასი უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე გაიზარდოს. მომსახურების ფასების მატებაზე საუბრობენ ის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ.
გურამი, 60 წლის, ოზურგეთი: „რაფერ ვართ ბიძია იცი? ხუთი კაცი, რომ წავა სათევზაოდ და ერთზე წამოეგება თევზი და ბიძას გაუხარდება. ისე ვართ ტაქსიტებიც. დაღამდა გუშინ და ერთი კლიეტი მოვიდა 5 ლარიანი.“
გია, 45 წლის, ოზურგეთი: „გამახარე, კლიენტი მეგონე. საერთოდ არ გვაქვს მუშაობა, ხალხს ფული არა აქვს ტაქსის. დადიან ავტობუსებით, ან ფეხით.“
შალვა, 55 წლის, ოზურგეთი: „ზაფხულში დამსვენებელი რომ ჩამოდის, არის მუშაობა ზამთართან შედარებით. ყოველშემთხვევაში, მაშინ პურის ფული გვაქვს“.
დათო, 37 წლის, ჩოხატაური: „როცა თხილი შემოდის, მაშინ დადიან ტაქსებით. მერე გაჩერებულია ხალხი. რომ იმგზავროს ტაქსით, რა გადაიხადოს? სამუშაო არსად არაა. მუშაობს მარტო სახელმწიფო სამსახურის ხალხი და იმათ ყველას ყავს მანქანა.“
თამაზი, 58 წლის, ჩოხატაური: „ბაზარი რომ არ მუშაობს, ვაჭრობა არ აქვთ, მაღაზიაში ხალხი ვერ შედის, ტაქსით ვინ იმგზავრებს? უჭირს ხალხს ძალიან და ტაქსის კი არა, სიგარეტის ფული არა აქვთ. მთელი დღის განმავლობაში, იმდენი მშიერი დადის.“
ვაჟა, 62 წლის, ჩოხატაური: „ბენზინზე ფასმა თუ მოიმატა, იძულებული ვიქნებით ჩვენც გავზარდოთ თანხა. ახლა იაფია და ვერ მგზავრობს ხალხი ტაქსით და რომ გავზრდით თანხას, საერთოდ ვერ იმგზავრებენ. გამოდის, რომ მგზავრი თუ არ იქნება, ჩვენ მშიერი დავრჩებით.“
გივი, 38 წლის, ოზურგეთი: „ვისაც არ ეზარება, ყველა „ტაქსაობს“. არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს და არსებობის სხვა საშუალება არა აქვთ. ჩემს გვერდით, რამდენიმე ისეთი „ტაქსისტია“, რომელთაც აქვთ სამსახური, მაგრამ დღის განმავლობაში საშოვარზე მაინც გამოდიან. ასეთები არიან მაგალითად, მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ და დასვენების დღეებში „ტაქსისტობას“ ითავსებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ყოფნით ფული ოჯახები რომ არჩინონ.“
იაშა, 34 წლის, ოზურგეთი: „ხალხში ფული არაა, ვდგავართ სტაინკაზე, დაღამდება წავალ სახლში, ესაა ჩვენი სამსახური“.
გიორგი, 39 წლის, ოზურგეთი: „ფასმა თუ აიწია საწვავზე არც ღირს მუშაობა. დავჯდებით სახლში. პურის ფულსაც ვერ ვაკეთებთ.“


თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42