რაგბის ჩემპიონთა თასზე ფრანგული „ტულონისა“ და ბრიტანულ „შარკს“ შორის გამართული მატჩსის შემდეგ „ტულონის“ ქართველი ვარსკვლავი კურიოზულ მდგომარეობაში ჩავარდა. ბრიტანული არხის ჟურნალისტს მარტინ ბეიფილდს მამუკა გორგოძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა და ქართველ მორაგბეს შეკითხვა მიმდინარე სეზონის გეგმებზე დაუსვა. მამუკა გორგოძემ მისი ინგლისური ვერ გაიგო და თანაგუნდელ ლი ჰალფპენის სთხოვა გასაგებად აეხსნა. უხერხული სიტუაცია ისევ ჟურნალისტმა განტვირთა. როგორც სპორტული ვებსაიტი walesonline.co.uk ხუმრობს, ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო მაშინ, როდესაც ლი ჰალფპენიმ გააცნობიერა, რომ მას ინგლისურიდან ქართულზე თარგმანი არ შეეძლო.
ჟურნალისტი- გასული სეზონის მსგავსად წელსაც მაღალი მიზნებისთის ბრძოლას და ტურნირის მოგებას აპირებთ?
მამუკა გორგოძე (უყურებს ლი ჰალფპენის)- რაო?
ჟურნალისტი: მამუკა შენი ინგლისური გაცილებით კარგია, ვიდრე ჩემი ქართული, თქვენ მატჩის საუკეთესო მორაგბე ხართ, გილოცავთ.
მასალის გამოყენების პირობები