„GWP“ სპეციალური განცხადება - თბილისი რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება
საზოგადოება - 16:20, 23 Oct, 2016     13622
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,აღმაშენებლის ხეივანზე, რესტორან მონოპოლთან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 1400 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია ბრიგადა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელის წყლისგან სრულად დაცლას საჭიროებს, რის გამოც დღეს 23 ოქტომბრის 16:30 საათიდან წყალმომარაგება ხვალ 24 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე შეუწყდება შემდეგ მისამართებს:

ვაკის რაიონში: ვაჟა ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრო რაიონებს და ქუჩას, გამრეკელის, გურიელის, დელისის 1,2,3 ქუჩებს, ჩიქოვანის, ზაქარიაძის, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41-დან 83-მდე, და 46-დან ბოლომდე, თამარაშვილის ქუჩას, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ყაზბეგის გამზ. 43-დან 55-მდე, 26-დან 46-მდე, ქავთარაძის, წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის 39-დან 75-მდე, 74-დან 80-მდე, ყიფშიძიდან წყნეთის გზატკეცილამდე, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის, მცხეთის, ქუთათელაძის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, გაზაფხულის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის და ჩახავას ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში:

სოფ. დიღომში ვაშაძის ქუჩას, ჭანტურიას, აღმაშენებლის, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს

მთაწმინდის რაიონში:

რჩეულიშვილს, ჟვანიას, ჯაფარიძის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ჭოველიძის, გუნიას,ლარსის, თერგის, გალის, უმიკაშვილის, პ. კაკაბაძის, ტარიელის, ტყის, კ. მესხის, რიწის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, ამაღლების, კოჯრის, შინდისის, წავკისის, ოქროყანის, შხეფის, ს. მესხის, ახვლედიანის, აბესაძის, ბეთლემი, ბოლო აღმართის ქუჩებს.

ზედა ზონებს:

წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42