ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:12, 23 Oct, 2016     1119
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჟურნალიტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ეხმაურება. ქარტია სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს. სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების "რუსთავი 2-ის", „იბერიის“ და „GDS-ის“ წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია "იმედის" კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირსპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა დაუშვებელია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, არაერთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა უშუალოდ საარჩევნო უბანზე მუშაობისას, რაც გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ყველა პირმა კარგად გაიაზროს ის უდიდესი როლი, რაც აკისრია მედიას არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42