მუხრან მაჭუტაძის სპორტული მიღწევები
სპორტი - 16:12, 23 Dec, 2016     2001

ქართველი სპორტსმენი _ მუხრან მაჭუტაძე თავის ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოჭიდავეა. ვარჯიში ბათუმის ერთ–ერთ სპორტდარბაზში დაიწყო და მონდომებისა და კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით, არაერთი შეჯიბრება მოიგო როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. მუხრან მაჭუტაძემ თავი კარგი მწვრთნელობითა და მსაჯობითაც დაგვამახსოვრა.

- მუხრან, თქვენ შესახებ გვიამბეთ, რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება სპორტის ამ სახეობით?

- ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარაში დავიბადე და სოფელ ორთაბათუმის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ, თბილისის ოლიმპიური რეზერვების სკოლა-ინტერნატში ჩავირიცხე, ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი კი იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით დავამთავრე. ჩემი სპორტით დაინტერესება და ამ სფეროში პირველი ნაბიჯები იყო 1996 წელს, ბათუმში, ბერძნულ-რომაულით სტილით ჭიდაობამ სერიოზულად გამიტაცა და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემმა პირველმა მწვრთნელმა _ ილო ტუღუშმა, მან არამარტო სპორტსმენის არამედ ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე იქონია დიდი გავლენა. ფიზიკურად კარგად მომზადებული ვიყავი და ჩემი მომავალი სწორედ ჭიდაობაში დავინახე. აქტიურად დავიწყე შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომელიც თავიდან ჯერ სკოლებს შორის იყო. არაერთი ჩემპიონატი მოვიგე. იმ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გავხდი, ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს და ეს მეამაყება.

- ამის შემდეგ, როგორ განვითარდა თქვენი სპორტული კარიერა? როგორი იყო შედეგები?

- შემდგომაც უამრავ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა. მაგალითად, 1999 წელს, დანიაში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, 2000 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში, ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, შემდგომ წელს კი უკვე ვერცხლის მედალოსანი. 2007 წელს ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დავიკავე. ბაქოში, 2008 წელს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან–პრი და მესამე ადგილი მხვდა წილად. 2011 წელს ნიცაში საერთაშორისო ტურნირზე კი მეორე ადგილი დავიკავე. მოკლედ, საკმაოდ დატვირთული და აქტიურია ჩემი სპორტული საქმიანობა და სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი არსი და მიზანი _ ვიყო კარგი სპორტსმენი, ჩემი ქვეყნის პატრიოტი და არსად შევარცხვინო იგი! მთავარი ისაა და ყველა ამ შეჯიბრებას დადებითი ის ახლდა, რომ იქ ასპარეზობით დიდ გამოცდილებას ვიძენდი, საკუთარი თავის რწმენა მემატებოდა, სხვა სპორტსმენებთან გვქონდა ურთიერთობა, ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და გამოცდილებებს ვუზიარებდით და ეს ყველაფერი საინტერესო იყო.

- რამდენად რთული სპორტის სახეობააა ჭიდაობა და რა ტრავმები ახლავს თან?

- კარგი ისაა, რომ სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებით სერიოზული ტრავმები, ძირითადად, არ ახლავს. ცხადია, ტრავმები მეც მიმიღია. თუმცა, როცა რაღაცის მიღწევა გინდა, ტკივილი ძალიან თუ არ გაწუხებს, ხელს მაინც ვერ შეგიშლის, მთავარია, მოინდომო, მთავარი ის მიზანი და შედეგია, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იბრძვი. ამისათვის კი ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობთ, დილის გამამხნევებელი ვარჯიში 7 საათზე იწყება და ერთ საათს გრძელდება. შემდეგ, ოფიციალური ვარჯიშია, ორ საათიანი და როცა შეჯიბრებებსა და შეკრებებზე გავდივართ, საღამოს 2-2,5 საათს კიდევ სრული დატვირთვით ვემზადებით. ჩემპიონატებზე, ცხადია, საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუოთ და ქვეყანა ვასახელოთ!

- მუხრან, 2013–14 წლიდან თქვენ უკვე მწვრთნელის ამპლუაშიც მოგვევლინეთ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში და სპორტულ წრეებში ხშირად გაქებდნენ კიდეც. რთულია მომავალი თაობის აღზრდა? ეს ხომ უკვე სულ სხვა პასუხისმგებლობაა _ მათი შემდგომი წარმატებული ნაბიჯები სწორედ თქვენზეა დამოკიდებული.

- დიახ, გეთანხმებით, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ასეთი ნდობა დავიმსახურე. ამავე დროს, დიდი სიხარულია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებში ჩადებული შრომის შედეგებს არამხოლოდ შენ, არამედ, მთელი ქვეყანა ხედავს და ამაყობს. ჩემი მუშაობის პერიოდში, ახალგაზრდულ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე უმეტესწილად უმაღლესი შედეგი ჰქონდა გუნდურ პირველობაში, ხოლო 2015-2016 წლებში ორგზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმაღლესი შედეგი. რაც ნამდვილად უპრეცენდენტო იყო. არაერთი მედალი მოვიპოვეთ _ თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაო; ბრაზილიაში, სალვადორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქრო და ოთხი ბრინჯაო; რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ყველგან გუნდური პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩემი პირადი მოსწავლე _ დავით ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხოლო ორი თვის თავზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალოსანი გახდა.

- მწვრთნელად თურქეთშიც იყავით მიწვეული, ხომ?

- დიახ, 2015-2016 წლებში სექტემბრიდან ნოემბრამდე ქალაქ რიზეში ჭიდაობის კლუბ "ჩაკურში" მწვრთნელად გამოცდილების გაზიარების მიზნით მიმიწვიეს. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო და ერთმანეთისგან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ. მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, პარალელურად, მსაჯის რანგშიც ვმონაწილეობდი როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო ტურნირებზე და მიღებული მაქვს მრავალი მადლობის სიგელი საუკეთესო მსაჯობისთვის. ჩემთვის საამაყო, სასიხარულო და საპასუხისმგებლოა ისიც, რომ 2015–16 წლებში საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მე ჩემს გულშემატკივარს არ დავაღალატებ და ვეცდები, ჩემი დაუზოგავი შრომით, ჩემს ქვეყანას კიდევ მოვუტანო გამარჯვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42