შსს-ს მეხანძრე-მაშველებს პოლონელმა კოლეგებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცეს
საზოგადოება - 11:43, 23 Oct, 2016     1294

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია ეწვია. ქალაქ ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენლებს, რაფალ მატუსკევიჩს და მარტინ ლაპიჩს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლეს. ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.

ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადმოსცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა.

დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის - "საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება" ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რაც მიწისქვეშა ობიექტებზე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგები ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება და ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42