მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დასტაბილურდა
საზოგადოება - 14:15, 22 Oct, 2016     4117

თავდაცვის სამინისტრო კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი იმყოფება.

მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და ექვემდებარება მკურნალობას. რადენიმე სამხედრო მოსამსახურე მალე დატოვებს ჰოსპიტალს და დაუბრუნდება სამხედრო ნაწილს. ინგოროყვას კლინიკაში რჩება 4 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყაროდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დინამიკა დადებითია. მათგან მხოლოდ ერთი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება "სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსებულ 4 სამხედრო მოსამსახურეს, ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მათგან ერთს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაურადა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი დაშავებულის ოპერაცია მიმდინარეობს. მესამე დაშავებული რჩება დაკვირვების რეჟიში.

ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.

დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო. ლევან იზორია, წუხელ დავით სერგეენკოსთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა და დაშვებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოინახულა. მინისტრი სამხედრო მოსამსხურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში ამ დროსთვის იმყოფება ლოგისტიკის სარდლობა და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42