რექტორის პოსტზე წარდგენილი არიან მოქმედი ხელმძღვანელი რევაზ კიკნაძე და ასოცირებული პროფესორი მაია მშვილდაძე.
კანდიდატთა რეგისტრაცია კონსერვატორიაში 13 ოქტომბერს გამოცხადდა. განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე შეწყდა.
რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომელიც შვიდი პროფესორისგან შედგება: მანანა დოიჯაშვილი, მანანა ანდრიაძე, ნოდარ ანდღულაძე, შალვა მოსიძე, გივი მუნჯიშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, ლიდა გოგუა.
”რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავის საარჩევნო კონცეფციას, თავის საარჩევნო გეგმა უკვე დაწერილი აქვთ და აკადემიური საბჭო გაეცნობა ამას, იმსჯელებენ და გააკეთებენ თავის არჩევანს. ჩემი მოლოდინია, რომ მე კვლავ ამირჩევენ. არ გამიკვირდება ასე რომ მოხდეს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს,“ - განაცხადა რექტორობის კანდიდატმა რეზო კიკნაძემ.
რექტორობის კანდიდატი მაია მშვილდაძე კი აცხადებს, რომ მას პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
“საბჭოს მინდა დაველაპარაკო, მაქვს ჩემი შენიშვნები პროცედურების მიმართ და ეს მინდა გავუზიაროთ მათ. მოქმედ რექტორს რომ არ უნდა შევეჭიდო, ეს ძალიან კარგად ვიცი“ - აღნიშნა მაია მშვილდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






