ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5 მლნ. 720 700 ლარი დაიხარჯა
საზოგადოება - 12:15, 21 Oct, 2016     1968

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 5 მლნ. 720 700 ლარი დაიხარჯა.

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის რეაბილიტაცია 138 მისამართზე განხორციელდა. საერთო ჯამში გზის საფარი შეკეთდა 90 696,52 კვ. მეტრის ფართობზე.

რაც შეეხება კეთილმოწყობის პროექტებს, ბოლო მონაცემებით, რაიონის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ მოედანს, 31 სკვერს, დაიდგა 150 მოსასვენებელი სკამი. გარდა ამისა, აშენდა 18 ბეტონის კიბე და 12 საყრდენი კედელი.

ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, 16 მისამართზე დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აივნების ფასადური რეაბილიტაციის, პარაპეტების მონტაჟისა და ავარიული შენობების დროებითი გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 22 600 ლარი დაიხარჯა.

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე კი წელს 1 მლნ. 806 738.37 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების რემონტი 79 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები ამჟამად 21 მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიმდინარე წელს 553 500 ლარის ოდენობით 76 ოჯახზე გაიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42