სამხედრო სასულე ორკესტრი ფესტივალზე - „შემოდგომის თბილისი“
საზოგადოება - 09:42, 21 Oct, 2016     1909

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა. ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართულ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.

ღონიძიებაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი სამხედრო ორკესტრის შესრულების მაღალი დონით. მათ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან მაღალი დონის პროფესიონალები. ბუნებრივია, ისინი აგრძელებენ ორკესტრის დიდ ტრადიციებს, მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო ფესტივალში და დღესაც, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, ჩვენ - მსმენელებსა და მთლიანად საქართველოს დაუმტკიცეს, რომ, მართლაც, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. დიდი მადლობა მათ ასეთი დიდი შრომისთვის, ბუნებრივია, ამ შრომას დავაფასებთ და სამინისტრო ორკესტრს ყველანაირად ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ორკესტრს დირიჟორობა, კაპიტან კობა მერმანიშვილთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს უელსის პრინცის დივიზიის მუსიკალურმა დირექტორმა და დირიჟორმა, კაპიტანმა პოლ კოლის-სმიტმა გაუწია. ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ორი ბრიტანელი მუსიკოსი - ალისა რასელი (ტენორჰორნი) და ბენ ჰალსტედი (საყვირი) მონაწილეობდა. სამხედრო მუსიკოსებმა სასულე მუსიკისთვის შექმნილი ნაწარმოებები დაუკრეს. პირველად შესრულდა სტივენ ბრაიანტის „ბინდი“ (DUSK), რომელიც ქართველ გმირებს მიეძღვნა.

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორკესტრებს შორის პარტნიორობის აღსანიშნავად, კაპიტანმა პოლ კოლის-სმიტმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა სიმბოლური ნოტები იმ მარშის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის მის მიერ შეიქმნა. საღამო აღნიშნული მარშით დასრულდა.

კონცერტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელიც დაესწრნენ.

ქართული და ბრიტანული სასულე ორკესტრები 2012 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ; მართავენ ერთობლივ კონცერტებსა და, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მასტერკლასებს.

შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრი ფესტივალ - „შემოდგომის თბილისში“ უკვე მეორედ მონაწილეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42