ცნობილი თურქი ვარსკვლავისა და ქართველი მსახიობების ტანდემი "დარისპანის გასაჭიში"
კულტურა - 15:12, 20 Oct, 2016     2262
თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი ეწვევა. ნეჯათინ ზენგინი სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ დარისპანის როლს ითამაშებს. ის, ქ. ტრაბზონის სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელი და თეატრისა და კინოს არტისტი გახლავთ.

თურქ კოლეგას, ახალგაზრდა აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად, პარტნიორობას ცნობილი ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გაუწევს. იგი, სპექტაკლში მართას როლს ითამაშებს. ნეჯათი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და მასთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის სახელობის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს.
ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნის, მაგრამ ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, მაყურებელს თეატრის ფაქტობრივ მისამართზე ვერ მიიღებს, რადგან თეატრს არ გააჩნია გამართული, ტექნიკურად აღჭურვილი სცენა და მაყურებელთა დარბაზი. ამიტომ, თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალგაზრდული დასი, ლაურა რეხვიაშვილთან და ნეჯათი ზენგინთან ერთად თავის მაყურებელს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უმასპინძლებს.
პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდება. სპექტაკლებში, თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები-ლეილა კასუმოვა, ასლან მამედოვი, თურგაი ველი-ზადე, ნამიკ მუსაევი, ბიულ ბიულ ალიევა და აისელ მამედოვა ითამაშებენ.


პრემიერა, 1, 2, 3- ნოემბერს, 19:00 საათზე, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის ბაღის ტერიტორია) გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42