შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქში ზაფხულის რეჟიმიდან ზამთრის რეჟიმზე გაზმარეგულირებელი პუნქტების გადასვლის სამუშაოებს ახორციელებს, ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს:
"დედაქალაქში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ რამდენიმე დღეა აწარმოებს ზაფხულის რეჟიმიდან ზამთრის რეჟიმზე გაზმარეგულირებელი პუნქტების გადასვლის სამუშაოებს, რათა სრულად დაკმაყოფილდეს აბონენტთა გაზრდილი მოთხოვნა ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე.
კომპანიის შესაბამისი სპეციალისტები ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს; პროცესი დასრულდება 2016 წლის 25 ოქტომბრამდე.
ბუნებრივი გაზის წნევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ აბონენტებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს ქოლცენტრს ნომერზე 2404004. კომპანიის შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდენენ რეაგირებას."- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






