სკანდალი გრძელდება: iTechnic -ი iPhone+-სს სხვა კომპანიებთან ერეთად კაბალურ გარიგებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 12:04, 19 Oct, 2016     3711

iTechnic - ის იურისტი გიორგი ცერცვაძე iPhone+-ის დამფუძნებელის მამუკა მარღიშვილის ბრალდებას ეხმაურება, რომელიც ირწმუნება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი მიზანმიმართულად ცდილობენ კომპანიის გაკოტრებას.

„მე ცოტა ხნის წინ გავეცანი აიფონ პლუსის განცხადებას, მიმაჩნია რომ გამოთქმული ბრალდებები არის სარული აბსურდი და მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ეს არის შემთხვევითი ფაქტების ნაკრები. სინამდვილეში მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაიწყო კომპანია აიტექნიკმა კონკურენციის სააგენტოში. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოში წარვადგინეთ საჩივარი, ხოლო სასამართლოში სარჩელი. საჩივარი, რომელიც არის კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი ითვალისწინებს იმას, რომ ეს სამი კომპანია, iPlus, Apple city და iStyle არიან კარტელურ გარიგებაში ერთმანეთთან და ამით აზარალებენ, როგორც მომხარებელს ,ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს. ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ ბაზარზე, რაც იწვევს ფასების მატებას და კონკურენტების ბაზრიდან განდევნას. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში აიტექნიკი ითხოვს აიპლუსის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. აიპლუსს არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები, იმ მტკიცებულებებისა და არგუმენტების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ ,როგორც სასამართლოს, ასევე კონკურენციის სააგენტოს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს კამერებით დაიცვან თავი და არა იმ სამართლებრივი პროცედურებით,რომელიც არის ზოგადად გათვალისწინებული. აიპლუსმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იმ მეთოდებით რითაც ის ოპერირებდა ბაზარზე, უკვე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს. არსებობს კანონი და არსებობს სასამართლო. რაც შეეხება ბრალდებას ცერცვაძესთან დაკავშირებით არის სრული აბსურდი, რადგან მე არ ვარ ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილი და არანაირი კავშრი არ მაქვს მასთან. ჩვენი საერთო გვარი უბრალოდ დამთხვევაა და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნათესაობა გვაკავშრებს. ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი არის ბექარ მიქუჭაძე, რომელიც არის აიტექნიკის დირექტორი, ხოლო გვანცა მიქუჭაძე არის მისი და, ის ეხმარება თავის ძმას ბიზნესის ოპერირებაში. მე 2016 წლის მარტიდან მაქვს აიტექნიკთან ურთიერთობა და არასდროს ჩემთვის არ გამხდარა ცნობილი, რომ ვალერი ცერცვაძე იღებდეს მონაწილეობას რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში"- აღნიშნა იურისტმა.

iTechnic - ის წარმომადგენლების განცხადებით, კომოანია პარასკევს პრესკონფერენციას გამართავს სადაც "საკმაოდ ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი, პრესკონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, სადაც იკვეთება კონკრეტული სუბიექტების დანაშაულები".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42