N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა
საზოგადოება - 10:25, 19 Oct, 2016     1245

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამა - „ატლანტისის“ პირველი, სარეაბილიტაციო ეტაპი დასრულდა. 4 თვიან პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული იყო ჩართული, რომელთაც სარეაბილიტაციო ეტაპის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.

„ატლანტისი“ ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პროგრამაა და მისი მიზანია წამალდამოკიდებულების დაძლევა. პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე სივრცე მოეწყო, რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი. ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობდნენ.

„სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც მინესოტას მოდელით არის აწყობილი და ის წამალდამოკიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა მოიცავს ოთხთვიან სარეაბილიტაციო კურს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გადადიან შემდგომ ეტაპზე და გააგრძელებენ თვითდახმარების რეჟიმში მუშაობას. ანუ მსჯავრდებულები მინიმუმ კვირაში ერთხელ შეირკიბებიან, შეხვედრას სპეციალური ასისტენტი დაესწრება. პირველი ჯგუფის მუშაობამ ძალიან კარგად ჩაიარა. დაწესებულებაში უკვე მიმდინარეობს მეორე ჯგუფის მონაწილეების შერჩევა. რამდენიმე კვირაში შედგება „ატლანტისის“ მეორე ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც, ასევე, ოთხთვიან სარეაბილიტაციო პროგრამას გაივლიან“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ინგა სარჯველაძემ.

პროგრამა „ატლანტისი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით ხორციელდება. N5 ქალთა დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა N2 დაწესებულებაშიც მოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42