კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 19 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






