სკანდალი: iPhone+-ი სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარეს გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 14:07, 18 Oct, 2016     5832
iPhone+-ის დამფუძნებელის მამუკა მარღიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი მიზანმიმართულად ცდილობენ კომპანიის გაკოტრებას. როგორც მარღიშვილმა აღნიშნა თუ iPhone+-ს ერთ კვირაში ყადაღა არ მოეხსნება კომპანია გაკოტრდება.

მან ასევე იმ სასამართლოს განჩინებაზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზეც შპს "აიპლუსის" აქტივები დაყადაღდა.

"უკვე 1 წელია კომპანია iPhone+-ის წინააღმდეგ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ისეთი ზეწოლა, რაც ერთიანობაში უჩინარი მაღალჩინოსნის ინტერესების გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია.

კერძოდ:

1. მიმდინარე წლის ივნისის თვეში, კომპანიის ყველა ფილიალში მოულოდნელად შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (ე.წ. ფინანსური პოლიცია) იმ მოტივით, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე მეორადი ტელეფონებით ვაჭრობის ფაქტზე. შედეგად ვითომ, ექსპერტიზის ჩასატარებლად რეალიზაციიდან ამოიღეს, კომპანიის კუთვნილი 222 ერთეული ტელეფონი, რომელთაც, ჩვენი ინფორმაციით, არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებია. აღნიშნული ოპერაციის შედეგად, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მნიშვნელოვნად შეილახა iPhone+_ის იმიჯი, ხოლო აქტივების (222 ერთეული ტელეფონი ღირებულებით 150 000 ლარი) გაყინვამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა კომპანიას. ზიანი ყოველდღიურად იზრდება, რადგან ამოღებული ტელეფონების ფასი ყოველდღიურად ეცემა.

2. 2015 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე (მე-11 თვეა), ჩვენს კომპანიაში მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, რაც საქართველოში არსებული დღეს მოქმედი პრაქტიკიდან გამომდინარე გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

3. 2016 წლის სექტემბერში, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ დასაშვებად ცნო შპს „აიტექნიკი“-ს საჩივარი და გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო საქმის მოკვლევა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მუხლით.

4. 2016 წლის 10 ოქტომბერს, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ბანკებიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა, როგორც ჩვენი საბანკო ანგარიშები, ასევე დაყადაღდა ავტომანქანებიც (ანუ მოძრავი ქონება). როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული ყადაღის მომთხოვნი არის შპს “აიტექნიკი”, ხოლო მოთხოვნილი თანხაა 1 553 826 ლარი. ჩვენს ანგარიშებზე 1 600 000 ლარამდე ყადაღის დადების სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, რადგან ჩვენი რეალიზაციების 70% სწორედ საბანკო ანგარიშების მეშვეობით ხორციელდება.

როგორც ირკვევა შპს „აიტექნიკი”-ს დამფუძნებლის ცოლის ძმა არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე, ხოლო თავად სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარის მეუღლე ფაქტიურად მართავს შპს „აიტექნიკს“.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია დასტურდება თავად ვალერიან ცერცვაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებით, სადაც შთამბეჭდავი ქონებრივი ჩამონათვალის გარდა ჩანს, რომ ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე არის "აიტექნიკის" მენეჯერი და მისი "აიტექნიკისაგან" მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად ჯამში 100 000 ლარამდეც კი ადის.

აქვე გაცნობებთ, რომ გარდა ამისა, ქალბატონი გვანცა მიქუჭაძე, ანუ მოსამართლის მეუღლე, უშუალოდ არის ჩართული კომპანია iPhone+ ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში და თავად აგზავნის და იღებს წერილებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებში ჩვენს წინააღმდეგ.

ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე, არის მცხეთა მთიანეთის მთავარი პროკურორი, რაც ნათელს ჰფენს თუ რატომ მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩვენს წინააღმდეგ.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს განჩინების ავტორი არის სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ქეთევან კუჭავა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი ქეთევან კუჭავა 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და მხოლოდ 2 თვეა, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. ანუ მთელი 10 წლის განმავლობაში მისი უშუალო უფროსი იყო კომპანია "აიტექნიკის" ოჯახური ბიზნესინტერესის ლობისტი ბატონი ვალერიან ცერცვაძე. ვალერიან ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს და გახლავთ იუსტიციის საბჭოს წევრი. მას აქვს დიდი გავლენა საქართველოს სასამართლოებზე.

ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული არის მცდელობა დაინტერესებული მოსამართლის მხრიდან, რომელსაც გააჩნია ანალოგიური ბიზნეს ინტერესები. ფაქტია, რომ ამ კომპლექსური შეტევის უკან დგას მოსამართლე ვალერიან ცერცვაძის კლანი - ძმა, გიორგი ცერცვაძე (მცხეთა მთიანეთის მთავარი პროკურორი), ბიძაშვილი, გიორგი ცერცვაძე (რომელიც ჩვენს კომპანიის სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩივილითა და დისკრედიტაციითაა დაკავებული) და თავად მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე.

მათ ფაქტობრივად, გაანადგურეს ჩვენი კომპანია ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ვალერიან ცერცვაძის დავალებით მოსამართლე ქეთევან კუჭავას სრულიად უკანონო გადაწყვეტილება ყადაღის შესახებ, რითიც კომპანიის ანგარიშებს დაადეს წარმოუდგენელი, ასტრონომიული თანხის ყადაღა (1 600 000 ლარი), რამაც ფაქტიურად გააჩერა და გააკოტრა კომპანია, და რაც უმუშევრობით ემუქრება კომპანიის 100-ზე მეტ თანამშრომელს და შემოსავლების გარეშე ტოვებს მათ ოჯახებს.

წარმოუდგენელია ვედავოთ კომპანიას, რომლის ლობისტი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი საბჭოს წევრია და რომლის თავაშვებულ გაბოროტებულ ქმედებებსაც ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილება 1 600 000 ლარის ყადაღის შესახებ, რაც ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას.

ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის საგადასახადო ორგანოებს, დაინტერესდნენ შპს „აიტექნიკის“ საქმიანობით. მით უფრო, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული კომპანია არასდროს შემოწმებულა საგადასახადო ორგანოების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-6 წელია, რაც ბაზარზე ფუნქციონირებს და მათი ბრუნვა 100 მილიონ ლარამდეა ამ დროისათვის.

აგრეთვე, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა ჟურნალისტს, დაინტერესდნენ და მოიძიონ თუ არსებობს საქართველოში მსგავსი პრეცედენტი, ასეთი სამარცხვინო და დაუსაბუთებელი და არალოგიკური გადაწყვეტილება, როდესაც არათუ მოთხოვნილი თანხაა ასტრონომიულად არალოგიკური, ასევე არავითარი კავშირი არ აქვს მათ შეთხზულ ზარალს ჩვენს კომპანიასთან.

ჩვენ ვგეგმავთ სამსართლოს სამარცხვინო, არალოგიკური და უსამართლო განჩინება ყველას გავუგზავნიოთ, იმისათვის, რომ გაცენოთ თუ რა დონის და ტიპის გადაწყვეტილებაზე შეიძლება მოაწეროს მოსამართლემ ხელი.

ჩვენ ინფორმაციას გავუგზავნით პრეზიდენტს, პრემიერს, იუსტიციის საბჭოს, ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც შეიკრიბება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა მთავრობის წევრს, ყველა დიპლომატიურ კორპუსს, ყველა პროკურორს, ადვოკატთა ასოციაციას და მის ყველა ადვოკატს, ყველა გამოჩენილ მოღვაწესა თუ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაცია - "მოქალაქეს" და მის თავმჯდომარე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ტელევიზიასა და ჟურნალისტს, ასევე, ინფორმაციას მივაწვდით საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო და დიპლომატიურ უწყებებს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, რათა ყველამ იცოდეს თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო მოსამართლემ ჩვენი ბიზნესი მიზანმიმართულად, თუ როგორ გაგვანადგურა ყველა მხრიდან და რა ხდება ქვეყანაში, როდესაც მოსამართლე ბიზნესმენია.

რაც შეეხება კომპანიის ბედს, თუ კვირის განმავლობაში კომპანიას არ მოეხსნება ყადაღა, კომპანია გაკოტრდება, თუმც მე პირადად, დამფუძნებელი, რომელმაც პირველმა შემოვიტანე Apple-ის ტექნიკა საქართველოში და პირველმა გავხსენი მრავალპროფილიანი მაღაზია Apple-ის პროდუქციის ჩათვლით, გადავწყვიტე დავტოვო კომპანია, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში კონკურენცია, როდესაც ასეთი აგრესიული და ბოროტი დაჯგუფება ცერცვაძეების სახით ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებს ასე დაუფარავად, აშკარად და კანონის ფეხქვეშგათელვით ანხორციელებს, მთავარ მოსამართლეს და პროკურატურის მაღალჩინოსან მის ძმას ჩვენ ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას და ვერ მოვუგენთ ომს საკუთარ მოედანზე. მე ვარჩიე თავი დავიჭირო შორს და ჩამოვცილდე ტექნიკის ბიზნესს", - განაცხადა iPhone+-ის დამფუძნებელმა მამაუკა მარღიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42