როგორც "ნიუპოსტს" თემურ ფხალაძემ განუცხადა, სააგენტოს ჯგუფებმა სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.
"გუშინ 23:30 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ იყალთოს ქუჩაზე პატარა ზომის დათვი შენიშნა. შემთხვევის ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლები ოპერატიულად გამოცხადდნენ. შესაბამისი ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ. ეს ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს ღონისძიებები იქამდე გაგრძელდება ვიდრე არ დავრწმუნდებით ინფორმაციის ნამდვილობაში" - აღნიშნა ფხალაძემ.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ დათვის ბელი იპოდრომიდან "შაპიტოს" ცირკიდან გამოიქცა.
"შაპიტოს ცირკს არ ჰყავს დათვის ბელი. ზოოპარკთანაც გადავამოწმეთ და არც მათ დაუკარგავთ დათვი"- უთხრა ნიუპოსტს ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






